სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა რუსთავში ქიმიკოსთა კულტურის სახლზე ამოსული თუთის ხე მორწყა.
ერთგვარი აქციის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ბუნებისა და მცენარეების მოვლა-პატრონობა აუცილებელია, თუმცა ამისთვის შესაბამისი გარემო არსებობს, შენობებზე თვითნებურად ამოსული ხეების ადგილი არაა და ასეთ შემთხვევებს ზედამხედველობა სჭირდება.
სამოქალაქო აქტივისტის ნიკა მუსერიძის განცხადებით მსგავსი აქტივობები გაგრძელდება და ის მივა ყველგან, სადაც შენობები მოუვლელი, მიტოვებული და იერსახე დაკარგულია.