ახალგაზდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა

თბილისში რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა.

ირკვევა, რომ მამაკაცი საავტომობილო გზას კვეთდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელმაც მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.