ეროვნული ლიგის მე-12 ტურში საფეხბურთო კლუბი ბოლნისის “სიონი”, გორის “დილას” დაუპირისპირდა.
დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება “სიონმა” მოიპოვა.
ბოლნისის “სიონმა” გორის “დილა” 2:1 დაამარცხა.
12 ტურის ჯამში ბოლნისელებს 17 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფებიან.