გაგარინის ქუჩის დარჩენილ ნაწილის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვენელოვანია, შესაბამისად სარეაბილიტაციო პროცესი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს.
ასფალტის საფარის დაგებამდე მთლიანად გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა, დაიგება ბორდიურები და ფეხით სავალი ნაწილი.
სამუშაოების დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება.