გამწვანების სამუშაოები ქალაქ ბოლნისში (+ფოტო)

ქალაქ ბოლნისში 150 ძირი შავი და თეთი ვარდი დაირგო.
ვარდების დარგვის სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა შეასრულა.

150 ძირი ვარდი გამწვანების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხოვრებაშვილმა, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად ქალაქის მასშტაბით დარგო.

სამუშაოების ფარგლებში ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ახლად გახსნილი სკვერი მაღალი ბალახისგან გაიწმინდა და 80 ძირი ვარდი დაირგო, ხოლო მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ 70.