გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერთმეტ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება შიდა ინფრასტრუქტურა და გადახურვის სამუშაოები ჩატარდება. შესაბამისმა სამსახურმა ტენდერი უკვე გამოცხადა.
სამსახურის უფროსის თქმით გამარჯვებული კომპანია დაახლოებით 10 დღეში გამოვლინდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სწავლის პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება.









