გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა საქართველოს რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებში საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის გაცნობის მიზნით შეხვედრები დაიწყეს.
შეხვედრები ქვემო ქართლისა და კახეთის მხარეებში გაიმართა.
გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ქვემო ქართლისა და კახეთის მხარეებში 2018 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2019 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.
შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონებში არსებული ბუნებრივი საფრთხეები განიხილეს.