გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქ ბოლნისში

ქალაქ ბოლნისში რამდენიმე ლოკაციაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბოლნისის ისტორიულ უბანში, რუსთაველისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გზა ქვაფენილით მოპირკეთდება. დაგეგმილია ტროტუარების მოწყობაც.
ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროცესი 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვების გასართობი სივრცეები და სკვერები უკვე კეთილმოწყობილია.