დავით გარეჯისკენ მიმავალ ჯგუფს რუსთაველები შეუერთდნენ (+ფოტო)

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დღეს სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი აქციას გამართავს. გარეჯში მიემგზავრებიან რუსთაველი აქტივისტებიც.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ მოხდეს საზღვრის დემარკაცია, დასრულდეს გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და მონასტერში მისულ მრევლს და დამთვალიერებელს ჰქონდეს საშუალება, ქართული ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპლექსი სრულად და შეუფერხებლად მოილოცოს და დაათვალიეროს.

სამოქალაქო აქტოვობა საქართველოს გიდების ინიციატივით მოეწყო.