“დავით გარეჯის საკითხი ფაქიზი თემაა”– გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ ღირს ამ თემით სპეკულაცია და ადამიანები, რომლებიც ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობენ, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ამ თემასთან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა/ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ დავით გარეჯი ეროვნული მემკვიდრეობაა და საზღვრის დემარკაციის პროცესი უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს.

„რაც შეეხება დავით გარეჯს, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ, მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ. ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რადგან დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესები“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.