ქალაქ რუსთავის დამეგობრებულმა ქალაქმა პანევეჟისმა, რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანებას სათამაშოები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ბაღისთვის საჭირო ინვენტარი გამოუგზავნა.
საჩუქრების გადაცემის პროცესში ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი დამეგობრებულ ქალაქს საჩუქრებისთვის მადლობა უხდიან.