ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა.
ქალაქ ბოლნისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყო.
კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები და ყვავილების გამოფენა.
15:00 საათზე -ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე გაიმართება დასკვნითი კონცერტი ანსამბლ „ორბელისა“ და „ერთობას“ შესრულებით.