დაპირისპირება მოზარდებს შორის 51-ე სკოლასთან

51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბოლო ზარის“ ღონისძიება მიმდინარეობდა.

თვითმხილველების თქმით, ჩხუბში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდების შორის დაპირისპირების საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიცია ამჟამად შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.