ევროპის დღე რუსთავში-ხვალ ქალაქში სხვადასხვა აქტივობები გაიმართება

ევროპის დღე რუსთავში
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, რუსთავში სხვადასხვა აქტივობები გაიმართება. ააიპ „ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდება.
5 მაისი
11:55-ფლეშმობი ( სკეიტ პარკთან)
12:00- ექსტრემალების შოუ (სკეიტ პარკში)
13:00- ახალგაზრდა მხატვრების ნახატების გამოფენა ( ოთხ ფანტანთან გადახურულში)
13:00-ცოცხალი მუსიკა, გიორგი ქაჯაიას ბენდი (ოთხ ფანტანთან გადახურულში)
12:00 -16:00 – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა- Flea market rustavi (პარკის უკან ჩასასვლელიდან ხიდის შემდეგ მინდორში)
14:00-15:30 ლექცია თემაზე – „საავტორო და მომიჯნავე უფლებები“, ლექციას წაიკითხავს ინტელექტუალური და კერძო სამართლის პროფესორი დავით ძამუკაშვილი (ამფითეატრი)
14:00 -15:30- მიხეილ ედიშერაშვილის ნაწარმოების პრეზენტაცია ( რუსთავის ციხის მიმდ. ტერიტორია)
13:00 – 15:00-ევროპული ქვეყნების კულტურის და სამზარეულოს გაცნობა- დაგემოვნება( ამფითეატრის მიმდ. ტერიტორია)
ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული საინიციატივო ჯგუფი “ნაპერწკალი” და არაფორმალური ჯგუფი „ჩა(ე)რთე“.