თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მე-10 ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
“მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.”-ნათქვამია განცხადებაში.