ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლარის კურსის კომენტირებისას განაცხადა, რომ ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები შეცვლილი არ არის, ამიტომ ლარის რყევა მოკლევადიანია.
„ძალიან ყურადღებით ვადევნებთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თვალყურს და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაიმე გაუფასურებასთან გვქონდეს საქმე. ეკონომიკა იზრდება, მარტში ძალიან მაღალი, 6%-იანი ზრდა გვქონდა, ექსპორტი იზრდება შესაბამისად საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება,”- ნათია თურნავამ.