„ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის გათვალისწინებით, ზოგადი უნარების გამოცდების ჩატარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მხარს არ უჭერს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანაში, სადაც ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება, გამოცდა კანონის დონეზე არ არის განსაზღვრული. მისი თქმით, ინიციატივა შესაბამის არგუმენტაციას მოკლებულია. ამიტო გამოცდის გაუქმება არ ხდება და ის სავალდებულო სიიდან არჩევით სიაში გადადის.









