ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან მისული იყო თინა ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ფულს ურიგებდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა პირი, რომელიც ვიდეოკამერით მუშაობდა. მოქალაქემ კი მისთვის ხელის შეშლა სცადა და ფიზიკურად გაუსწორდა.

აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.