თბილისიდან დელიში მიმავალმა თვითმფრინავმა მარშრუტს გადაუხვია-ინდოეთის მედია

თბილისიდან დელის მიმართულებით მიმავალმა თვითმფრინავმა მარშრუტს გადაუხვია. ამის შესახებ ინდური მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟს ინდოეთის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცის დარღვევაში დასდო ბრალი და ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს ლაინერს, ჯაიპურის აეროპორტში დაშვებულიყო.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მათ თვითმფრინავი შეამოწმეს და ეკიპაჟის წევრები დაკითხეს.

თვითმფრინავი თავდაპირველად ქართული ეგონათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ უკრაინული იყო. პოლიციამ შემოწმების შედეგად ბორტზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და სატვირთო საჰაერო ხომალდს ფრენის გაგრძელების საშუალება მისცეს.