თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ენაგეთში, ჯვარაში და საღრაშენში 2019 წელს ახალი სკოლები აშენდება.
სკოლები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აშენდება.
თითოეული სკოლის შენობა გათვლილი იქნება 60 მოსწავლეზე.
პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც.
მოსწავლეები განათლებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, კეთილმოწყობილ შენობებში მიიღებენ.