კლუბ “რუსთავის” პასუხი შესაძლო გარიგებულ მატჩზე 

საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიასა“ და კლუბ „ რუსთავს“ შორის შესაძლო გარიგების შესახებ , ტვ4 საფეხბურთო კლუბ „ რუსთავის“ დირექტორს, ბადრი მაჭავარიანს დაუკავშირდა.

როგორც, მაჭავარიანი აცხადებს ეჭვქვეშ დადგა თამაშის შედეგები, თუმცა რა ტიპის გარიგებაზეა საუბარი ამ ეტაპისთვის მისთვის უცნობია.

კლუბ „რუსთავის“ ხელმძღვანელი გამორიცხავს მათი მხრიდან რაიმე ტიპის გარიგებას და ფეხბურთელების მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე, არანაირი ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს.