კოსტავას გამზირზე ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.

ფასადების მოწესრიგებას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება კოსტავას გამზირის #23-ე კორპუსიდან #36-ე კორპუსის ჩათვლით შენობის ფასადები.
სამუშაოებისთვის 297,000 ლარია გამოყოფილი.