კოჯორში ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ გაიხსნა

კოჯორში, ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ გაიხსნა.

საქართველო რიგით 71 ქვეყანაა, სადაც მსგავსი ატრაქცია იფუნქციონირებს.
მსგავსი ატრაქციონი მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს. პირველად კი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზეა, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ.

რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება.