მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

წმინდა საკვირველთმოქმედი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს, აღნიშნავს.