მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს

მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში, მერის რიგგარეშე არჩევნებზე შესული საჩივრების განიხილვა მიმდინარეობს.

მარნეულის საოლქოში სულ განსახილველად 41 საჩივარია შესული.

საოლქოს თავმჯდომარის თქმით, საჩივრები ტექნიკური შინაარსისაა და საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.