საოლქოს თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ნომერი 49-ე და 68-ე უბნებზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით ორივე უბნიდან დამკვირვებლები კანონის სრული დაცვით გააძევეს, რადგან ორივე მათგანი პროვოკაციულ ქმედებას ჩადიოდა და საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდა.
იაკობ ასანიძის განცხადებით ამ დროისთვის მარნეულში სულ 10 საჩივარია დაწერილი პროცედურულ დარღვევებზე.