მარტყოფში “აპარნობას” აღნიშნავენ

სოფელ მარტყოფში, დღეს ადგილობრივი დღესასწაული–ხატობა – ,,აპარნობა“ იმართება.

აღნიშნულ დღესასწაულს მრავალი წელია ყოველი აღდგომის მეორე კვირას, აღნიშნავენ.

სახალხო დღესასწაული აპარნის მთაზე განთავსებული წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება. ადგილზე იმართება დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი და სხვა.