მასწავლებელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 24 მაისს დასრულდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით. კომპეტენციის დასადასტურებლად, მასწავლებელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.

მინისტრის ინფორმაციით, გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება ექნებათ:

· მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;

· პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;

· მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება;

· თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.

რაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

· ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური)

· მათემატიკა (დაწყებითი საფეხური)

· ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური)

· ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები)

· ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

· ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

· მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

· საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება.

· საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.

· უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული.

· ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი.

· ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

· პროფესიული უნარები.

ცნობილი ხდება, რომ ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 24 მაისის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს).