ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანმა კალაპოტი გაარღვია. მდინარის ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია.
სტიქიის შედეგად დაზარალდა რამდენიმე სოფელი.
დატბორილია შიდა გზები და სახლის პირველი სართულები.
პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოდან, ომალოს მიმართულებით ჩახერგილია სამანქანე ხიდი და აკრძალულია გადაადგილება.