საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ალაზნის ადიდების გამო სოფელ ჰერეთისკართან, ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.
“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე მდ. ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენის გზის გავლით განხორციელდება.”-ნათქვამია განცხადებაში.