თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან 45 წლამდე ქალი გადმოვარდა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც ჯებირი გატყდა და აივნიდან გადმოვარდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.