მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. რის შემდეგაც ავტობუსი ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავტოკატასტროფა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვერაკრუზის შტატში მოხდა. ირკვევა, რომ ავტობუსს მეხიკოდან ვერაკრუზის შტატში კათოლიკე მომლოცველები გადაჰყავდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.