მე-19 მიკრორაიონს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

მე-19 მიკრორაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

როგორც სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენელმა tv-4 ს განუცხადა, მე-19 მიკრორაიონში სხვა კომპანიამ დააზიანა საშუალო წნევის გაზსაზედი, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ბუნებრივი აირის აღდგენითი სამუშაოები და დღის ბოლომდე გაზის მიწოდება აღდგება.