„მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე მონიტორინგი უნდა გამკაცრდეს“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას გარემოს დაცვის კომიტეტიც იზიარებს და მატი განცხადებით, „მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე მონიტორინგი უნდა გამკაცრდეს“.

აღნიშნული, კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ, გამოქვეყნებული თემატური მოკვლევის შედეგებში წერია.

„გარემოს კომიტეტი იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას, რომ გამკაცრდეს მონიტორინგი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე. ასევე, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გარემოს კომიტეტს 2 თვის ვადაში წარუდგინოს სამოქმედო გეგმა და ღონისძიებათა ჩამონათვალი ამ რეკომენდაციის შესასრულებლად. მონიტორინგის მექანიზმი უნდა მოიცავდეს წინასწარ გაწერილ და ჩამოყალიბებულ მეთოდოლოგიას და ასახელებდეს მონიტორინგზე პასუხისმგებელ ერთ კონკრეტულ უწყებას. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი უწყება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მსგავსი ინსტიტუტია,“-აღნიშნულია ანგარიშში.