მოზარდებისთვის გარკვეულ საიტებზე წვდომა აიკრძალება.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ ფილტრების დაყენება მოუწევთ.
ინიციატივის მიზანია, ინტერნეტ ფილტრების დაყენებით საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა.
შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეო მასალებზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ინტერნეტ პროვაიდერებთან მშობლების მოთხოვნის საფუძველზე მსგავსი საიტებზე ფილტრებისა და შეზღუდვების დაყენება სახლშიც სახლშიც გახდება შესაძლებელი.
კოდექსი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით მომზადდა.
კანონი დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.