მშენებარე ობიექტზე მიწა ჩამოიშალა

თბილისში, კერძოდ ჯიქიას ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მიწა ჩამოიშალა.

ირკვევა, რომ ქუჩაზე, საძირკვლის გამოღების სამუშაოებს ერთმანეთის მომიჯნავედ ორი კომპანია აწარმოებდა.

კომპანიები დაჯარიმდნენ, სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.