მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ირკვევა, რომ მუშა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მაღალი სართულიდან გადმოვარდა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.