ნათია თურნავა რუსთავში მდებარე საწარმოებს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავში მდებარე საწარმოებს ეწვია.

მინისტრი ადგილზე გაეცნო „რუსთავის ფოლადსა“ და „ჯეოსტილს“ საწარმოების მუშაობას.

თურნავას განცხადებით, “რუსთავის ფოლადის” განახლების პროცესი დაწყებულია, რაც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას, რისი მეშვეობითაც 30 პროცენტით შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება.

ნათია თურნავას თქმით, “ჯეოსტილის” საწარმოში დაახლოებით 500 მოქალაქეა დასაქმებული, რაც ეკონომიკის სიძლიერეს გულისხმობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასეთი საწარმოების განვითარებას ხელს შეუწყობს.