რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ხმელი ხეების სხვადასხვა კომპოზიციით გაფორმება დასრულდა.
პროექტი ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ ინიციატივით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამმა მოქანდაკემ პარკის ტერიტორიაზე, სულ ხუთი ხმელი ხე გააფორმა. პროექტისთვის ესკიზები მოქანდაკე ვალერი ჯიქიამ შექმნა.