პირველი აგვისტოდან საათობრივი პარკირება ამოქმედდება

თბილისში საათობრივი პარკირება პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.

საათობრივი პარკირება პირველ ეტაპზე კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. პარკირების გადასახადი კატეგორიებად იქნება დაყოფილი და ერთი, ორი და სამი ლარი იქნება.

პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას, ასევე ელექტრო ავტომობილებს.

საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით ან ქუჩაში დამონტაჟებული აპარატებით.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ დღეს მიიღო.