გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს იწვიმებს 21 მაისს კი გამოიდარებს.
“20 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. 21 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, და 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.
ქ. თბილისში 21 მაისს მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი ამინდი, 22-23 მაისს კი იწვიმებს ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +21, +23, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.”-ნათქვამია გარემოს ეროვნუი სააგენტოს განცხადებაში.