რა გახდა მარნეულში რიგგარეშე არჩვენების მიზეზი

მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა მარნეულში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვაკანტური იყო.
ქალაქის მერის მოვალეობას ამ დროის მანძილზე მერის მოადგილე ასრულებდა. მოადგილემ თანამდებობაზე თემურ აბაზოვი ჩაანაცვლა. რომელმაც 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა . აბაზოვი მერის თანამდებობაზე მხოლოდ 8 თვის განმავლობაში იყო.

2018 წლის 14 ივნისს მას პროკურატურამ ბრალი მარნეულელი ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა. ყოფილი მერის სასამართლო პროცესი არ დასრულებულა. 2018 წლის დეკემბერში აბაზოვო 10.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 5 დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.