დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
26 მაისს, 17:10 საათზე რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი 1918 წლის 26 მაისს, სწორედ 17:10 საათზე მიიღო.