7 მაისს რომში, კერძოდ ვინე ნუოვეს რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი გადმოცემით, ბრალდებული ბინაში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა, მამაკაცმა სამართალდამცველების დანახვისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა მისი დაკავება მალევე მოხერხდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 46 წლის, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბინების გაქურდვისთვის ადრეც იყო ნასამართლევი.
პოლიციამ დაკავებული მამაკაცის მანქანიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ხელსაწყოები, რომლებსაც მამაკაცი ბინების გაქურდვის დროს იყენებდა.