რუსთაველი სპორტსმენის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

რუსთაველმა სპორტსმენმა ბექა გურულმა რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

ბერძნულ- რომაული სტილით ჭიდაობაში ჩემპიონი 82 წონით კატეგორიაში გახდა. ბულგარელ მეტოქესთან დაძაბული ორთაბრძოლა გურულმა გამარჯვებით დაასრულა. ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის, ქართველებმა ჯამში 8 მედალი და გუნდური პირველობა მოიპოვეს.