რუსთავის “რუსთავი” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდება

ხვალ, საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩს თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა რუსთავში, ტექნიკური ცენტრის ბაზაზე გაიმართება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, „რუსთავი“ 15 ტურის ჯამში 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე იმყოფება.