რუსთავის “რუსთავი, საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდება

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩს ხვალ გამართავს. რუსთაველები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, „რუსთავს“ 12 ტურის ჯამში 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზე იმყოფება.