გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
პროცესს ესწრება თავად ბრალდებული გიორგი ჭანტურიაც.
სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევია მიმდინარეობს.
მტკიცებულებების ამოწურვის შემდგომ კი მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
შეგახსენებთ, სასამართლომ გიორგი ჭანტურია 3 მაისს, საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო გლდანის ციხიდან გაათავისუფლა. ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.