რუსთავის ცენტრალურ პარკში 5 ხე სკულპტურებად გადაიქცევა (+ფოტო)

რუსთავის ცენტრალურ პარკში 5 ხე სკულპტურებად გადაიქცევა. პროექტი რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად რეკრეაციული გარემოს გალამაზებას ისახავს. ნამუშვრებს სიმბოლური დატვირთვაც ექნება. ავტორი მოქანდაკე ვალერი ჯიქიაა.