კომპანია “რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავში მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის I, II და III ჩიხებში წყალმომარაგების ახალ სისტემას აწყობს. პროექტის ფარგლებში, კომპანია “რუსთავის წყალი” 4 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელს ავითარებს.
წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და რეგულატორები მონტაჟდება.
ადგილობრივი ხელისუფლების და კომპანია “რუსთავის წყლის” წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სამუშაო პროცესს.
აღნიშნული სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება და შედეგად, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის I, II და III ჩიხებში დამატებით 150-ზე მეტი აბონენტი 24 საათიან, უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას მიიღებს.
პროექტში კომპანია “რუსთავის წყალი” 100 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.